იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანდრია და ნინო ცინცაძეებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან დაასუფთავეს
15-05-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანდრია და ნინო ცინცაძეებმა თავიანთ უმცროს დასთან ნუცასთან ერთად, ჩანჩქერ „ჩამომყვირილას“ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს ზედმეტი ნარჩენებისაგან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დასვენება და თევზაობა.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და შემოგვიერთდით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203