გთავაზობთ, სხვადასხვა საგნის მასწავლებლის საგნობრივ სტანდარტებს
22-10-2017
მასწავლებლის სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი, ძირითადი ნაწილი საერთოა ყველა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისათვის და მოიცავს იმ აუცილებელ პედაგოგიურ უნარსა და ცოდნას, რომელიც მოეთხოვება მასწავლებელს, რათა მან მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება შეძლოს.

სერტიფიცირების დროს პედაგოგიური უნარების ტესტების ნაწილი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად ნაწილს. 

მასწავლებლის სტანდარტის მეორე, საგნობრივი ნაწილი მოიცავს იმ საგანსა და საგნობრივ ჯგუფებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სავალდებულო საგნებად არის გათვალისწინებული.  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა საგნის მასწავლებლის საგნობრივ სტანდარტებს.
 
ესენია:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტი; 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტი;

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში – I-VI კლასი

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მათემატიკა I-VI კლასები

დაწყებითი საფეხური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I- VI კლასი)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის სტანდარტი;

ინფორმაციული  ტექნოლოგიების მასწავლებლის სტანდარტი;

საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტი;

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სტანდარტი;

მულტილინგვური განათლების მასწავლებლის სტანდარტი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

უცხო ენების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი;

მათემატიკის მასწავლებლის სტანდარტი;

მუსიკის მასწავლებლის სტანდარტი;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203