წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებმა თამარობა საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
15-05-2020

თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელმა თეა ჭუმბურიძემ ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს საქართველოს ეკლესია-მონასტრებზე შემორჩენილი თამარ მეფის ფრესკები აჩვენა და სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილი პორტრეტები გააცნო.

მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი თამარის გვირგვინმა გამოიწვია. პატარები თავად შეეცადნენ ფერადი ქაღალდებისაგან სამეფო გვირგვინის დამზადებას.

ხატვით გატაცებულმა ქეთი ასლანიკაშვილმა კი თამარის პორტრეტი დახატა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203