ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები პედაგოგებს დისტანციური სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის მადლობას უხდიან
15-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას თავი წარმატებით გაართვეს.

მშობლები მადლობას უხდიან პედაგოგებს უფრო მეტი გათენებული ღამისთვის, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისას თავდაუზოგავად მიწოდებული გაკვეთილებისათვის, შვილების მიერ გაგზავნილ თითოეულ მესიჯზე მიღებული პასუხისათვის. მათ შვილებზე ზრუნვით ამ უცნაური დღეების ერთად გადატანისთვის.

მშობლების ჩართულობით სკოლამ დისტანციურ რეჟიმის პროგრამით ჩაატარა სხვადასხვა კონკურსი: სიმღერის, დეკლამატორთა კონკურსი, მინი თეატრალური დადგმა „შინ“.

პედაგოგთა და მშობელთა ჟიურის შემადგენლობამ გამოავლინეს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203