წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები ბუნების და ხელოვნების დისტანციური გაკვეთილებისთვის საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან
15-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

კეთებით სწავლების ფარგლებში, ბუნების დისტანციურ გაკვეთილზე, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ნამუშევრები თემაზე - მიკროორგანიზმები. მათი მასწავლებელი ნატო შვანგირაძეა.


გარდა ამისა, დამხმარე რესურსები დაამზადეს ხელოვნებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა: „იშთარის კარიბჭე“- მე-3 კლასის მოსწავლე ლიზი თურმანოვმა, „ბაბილონის გოდოლი“ - მე-2 კლასის მოსწავლე იოსებ ხარაბაძემ, მუსიკალური რებუსი კი მე-9 კლასის მოსწავლე სოფიო ჩალაძემ მოამზადა. მათი მასწავლებელი ინგა გრძელიძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203