„უნდა დავაფასოთ ერთმანეთი, მეტად  უნდა შევიყვაროთ ის ყველაფერი რაც ღმერთისაგან გვაქვს ნაბოძები“-ფოთის N15 სკოლის მოსწავლის, ანრი ჭაავას ჩანახატი
14-05-2020
ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანრი ჭაავა ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის კლასის დამრიგებელი მავლინა შამათავა გახლავთ.

გთავაზობთ ანრი ჭაავას ჩანახატს.

მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ...

ერთი თვე გავიდა იმის შემდეგ რაც ეს საშინელი COVID-19 დაებატონა მთელს მსოფლიოს. დაიწყო სახლებში დარჩენის მოწოდებები.                                                                      

ძალიან ძნელი ყოფილა ასეთ პირობებში ცხოვრება, დაიწყო მონატრება იმ ყველაფრისა, რასაც ადრე ვერც ვამჩნევდით, თუნდაც ის, სკოლის ეზოში ბავშვების ჟრიამული, და ჩემი საყვარელი მასწავლებლების გაკვეთილები.

ძალიან ძნელია წელიწადის ისეთ პერიოდში სახლში დარჩენა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ყოველი დღე  ერთმანეთზე ულამაზესია. ამ დროს სიჩუმეა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქალაქში.                                                                                                   

ამ სიჩუმემ და ასეთმა ცხოვრების წესმა ერთი რამ გვასწავლა, რომ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი, მეტად  უნდა შევიყვაროთ ის ყველაფერი რაც ღმერთისაგან გვაქვს ნაბოძები.

                                  ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანრი ჭაავა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203