თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღე აღნიშნეს
14-05-2020

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ყოველ წელს, მაისის 14 რიცხვში, თამარობას, ტრადიციულად აღინიშნება   „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღე, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა.

მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, ლიტერატურის კლუბმა „მთიები“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების საერთო ძალისხმევით, წელსაც  აღნიშნა ეს დღე.

მოსწავლეებმა პოემიდან გამოარჩიეს მათთვის ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელი სტროფები და დიდი სიყვარულით წარმოადგინეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203