უნივერსიტეტებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება
28-08-2017
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილებზე მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდება.

''აბიტურიენტებს შეუძლიათ, თავიდანვე მიუთითონ ყველა ის პროგრამა, რომლებზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლა/დამატება 11 აგვისტოს 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი,'' - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის შესახებ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 39 ათასამდე აბიტურიენტიდან, სტუდენტი 28 176 გახდა. იმ აბიტურიენტთა რიცხვი, რომლებმაც გამოცდებზე დაწესებული ბარიერი გადალახეს, თუმცა ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხნენ, 363-ია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203