„ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“ - დარკვეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა და მოსწავლემ პროექტი განახორციელეს
14-05-2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, დარკვეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დარიკო ხვედელიძემ და მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან გოგალაძემ, ევროპის დღეებთან დაკავშირებით, პროექტი- „ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლში მოსწავლე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა კუთხე წარმატებით ჩაერთო ონლაინ სწავლების რეჟიმში, ევროპისთვის დამახასიათებელი სისტემები ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადმოიტანა და საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც, მოსწავლის თქმით, უდიდესი მიღწევაა ჩვენთვის.
„დარკვეთის საჯარო სკოლის სახელით გილოცავთ ევროპის დღეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს