წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე მარიამ მურვანიძე გაცვლითი პროგრამით ამერიკის უმაღლეს სკოლაში ისწავლის
15-05-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ მურვანიძემ FLEX-ის პროგრამაში გაიმარჯვა. სკოლის დირექცია ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას.

„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს, მარიამ მურვანიძეს ვულოცავთ FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებას. FLEX არის მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა უფროსკლასელთათვის. მარიამი მომავალ სასწავლო წელს გაატარებს აშშ-ში, ისწავლის ამერიკის უმაღლეს სკოლაში და იცხოვრებს ამერიკულ ოჯახში.

ამ დიდ წარმატებას ვულოცავთ სკოლის დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს, მარიამის ინგლისური ენის მასწავლებელს ლელა მანდარიას, კლასის ხელმძღვანელს ფიქრია გიორხელიძეს და მთელ კოლექტივს“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203