მანავის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე საინტერესო ნამუშევრებს ქმნის
14-05-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლის II კლასის სსსმ მოსწავლე გიორგი საფარაშვილი საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

ნამუშევრები მან შეასრულა საღებავების და ყვავილების ფურცლების გამოყენებით, დისტანციური მეცადინეობისას დედის დახმარებით (სპეციალური მასწავლებელი: მაია დიდებულიძე).

„გიორგის აქვს ფიზიკური შეზღუდვა როგორც ქვედა კიდურების (ის ეტლით მოსარგებლეა) ასევე ზედა კიდურების და მისთვის გაწერილ აქტივობებში არის ხელის მტევნის გასავარჯიშებელი აქტივობები: გაფერადება, ძერწვა, მაკრატლით დაჭრა, დაწებება და სხვა. პირადი ფოტოები შერჩეულია და გამოგზავნილია მშობლის მიერ“,- აღნიშნავს სპეციალური მასწავლებელი მაია დიდებულიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203