ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით თეატრალური წარმოდგენები დადგეს
14-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს თეატრალური დადგმა „შინ“.

მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაგვიკითხეს და თეატრალურად დადგეს. ლანა ჭოლოკავამ, ლიზი ზოიძემ და ელენე ფარტენაძემ „უტკბესი და უმწარესი“ წარმოგვიდგინეს, სალომე ნაკაშიძემ, მარი ძირკვაძე, თაკო ბასილაძემ და ანა თავართქილაძემ კი „ენით დაკოდილი“ განასახიერეს. „ორმოში ჩაგდებული მეფე“ - თამუნა დევაძემ, ანასტასია ტაკიძემ და ანასტასია ნატარიძემ დადგეს თეატრალურად.

მოსწავლეთა ნამუშევრები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203