წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეზე საკუთარ ეზოებში ნერგები დარგეს
14-05-2020

22 აპრილს დედამიწის დღე წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციურად და განსხვავებულად აღნიშნეს.

„დედამიწის დღის აღნიშვნა წელს ჩვენს სკოლაში არაორდინალურად მოხდა. ჩვენს გამოწვევას, ელექტრონულად მოეწოდებინათ შესაბამისი მასალები, ბევრმა მოსწავლემ და მასწავლებლებმაც აუბეს მხარი.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა: თემურ კობახიძემ და საბა ხერხაძემ გამოგვიგზავნეს ფოტოები, თუ როგორ რგავეენ სხვადასხვა ნერგებს საკუთარ ეზოში, ზურა ჯოხაძემ კი გადაწყვიტა, კალმით ბზის გამრავლება.

წარმატებები ჩვენს პატარა მებაღეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203