„უხილავი მტერი“ - გაეცანით დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის თიკა ფიფიას ესეს
13-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, თიკა ფიფიამ ესე - „უხილავი მტერი“ დაწერა. 

გთავაზობთ თიკა ფიფიას ესეს:

უხილავი მტერი


          დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, ყველა ერთად ვებრძვით უხილავ მტერს ,სახელად "COVID-19". ამ ვირუსმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა. დღითიდღე მატულობს დაინფიცირებულთა რიცხვი, რადიკალურად შეიცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება, ქალაქები სრულიად დაცარიელდა. დღეს "ფრონტის წინა ხაზაზზე" ექიმები იბრძვიან, ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენი კეთილდღეობისთვის და თუ გვინდა ,რომ მათ ეს საქმე შევუმსუბუქოთ , ”დავრჩეთ სახლში!”

          პირველად ,როდესაც ამ ვირუსის შესახებ გავიგე,ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, რადგან იმ დროისთვის მხოლოდ ჩინეთში იყო გავრცელებული და მეც ამ თემაზე ისევე ვხუმრობდი ,როგორც ჩემი თანატოლები. ნელ-ნელა ამ ვირუსმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყო გავრცელება, მეც შიში თანდათან მიპყრობდა ,მაგრამ მაინც ამ თემას არც თუ ისე სერიოზულად ვეკიდებოდი. იმის შემდეგ, რაც ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში დაიწყო გავრცელება ,მეც შიშმა და პანიკამ მომიცვა. როდესაც ვიგებ ,რომ მატულობს დაინფიცირებულთა რიცხვი , კლასტერები უკვე პანიკა მიპრობს, ვნერვიულობ, მაგრამ ყველა სიტუაციაში გამოინახება გამოსავალი. ჩემთვის ამ შემთხვევაში იმედის ნაპერწკალია ის,რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, ყველა შეძლებისდაგვარად ერთმანეთს უდგას მხარში და ამხნევებენ.

             თითქმის ორი თვეა, რაც სახლში ვართ. ამ დროის განმავლობაში ვცდილობ რაღაცით დავკავდე. ძირითადად ვასრულებ დავალებებს და ვკითხულობ მხიარულ წიგნებს. ამსაქმიანობის დროს დროებით მაინც ვივიწყებ ამ პრობლემის შესახებ. ამ გზით ვიმხნევებ თავს და არ ვკარგავ იმედს იმისა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. წიგნები დღეს ჩემთვის კომფორტისა და სიმშვიდის ზონას წარმოადგენს.

ძალიან ხშირად ვფიქრობ, თუ რა მოხდება მომავალში. ჩემი აზრით, ყველაფერი ძველებურად იქნება, ისევ გამოცოცხლდება დღეს დაცარიელებული ქალაქები, ვნახავთ დიდიხნის მონატრებულ მეგობრებს, კვლავ შევძლებთ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, კვლავ გაგვახარებს ერთმანეთის გაღიმებული სახეები და ერთად მოვილხენთ.

მე მოგიწოდებთ ყველას, ვინც ამას წაიკითხავთ: ნუ მოიქცევით ეგოისტურად, კიდევ ცოტახანი მოვითმინოთ! დავრჩეთ სახლში! ამით ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
#დარჩისახლში!

                                      დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თიკა ფიფია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203