ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა მშობლებს, რომლებიც სკოლასთან ელექტრონულ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, პირველკლასელთა რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს
13-05-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექცია იმ მშობლებს მიმართავს, ვისაც პირველკლასელთა რეგისტრაცია სურთ, მაგრამ ელექტრონულ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

„აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველკლასელთა რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ყუთი, სადაც მშობლები, რომლებიც სკოლასთან ელექტრონულ კომუნიკაციას ვერ ახერხებთ, შეძლებთ შესაბამისი განაცხადის გაკეთებას.

პატივისცემით, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203