„კორონა და ჩვენ“ - ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოზიტიური ვიდეოკოლაჟი მოამზადეს
13-05-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ხათუნა თევზაძესთან ერთად, დისტანციური სწავლების პირობებში მოამზადეს პოზიტიური ვიდეოკოლაჟი -„კორონა და ჩვენ“.

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს სკოლა არის ქართული სკოლა დაკომპლექტებული ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებით. ონლაინ სწავლების რეჟიმში გადასულ სკოლის დამრიგებლებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუწყვეტიათ კავშირი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან და განაგრძობენ მუდმივ ზრუნვას მათი პოზიტიური განწყობის შექმნა-შენარჩუნებაზე“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203