ლიის თემის N1 სკოლის პირველკლასელი გიორგი ფიფია მასწავლებლის გამოწვევაში აქტიურად ჩაერთო და ამჯერად ლექსს გვიკითხავს
13-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გიორგი ფიფია გამოწვევაში აქტიურად ჩაერთო. მან ჯერ იგავ-არაკი გაგვიზიარა, ამჯერად კი ლექსს გვიკითხავს დედაენაზე.

მოსწავლეები, მშობლების დახმარებით, საინტერესო ვიდეოებს იღებენ და ერთმანეთს უზიარებენ.

სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.

მასწავლებლები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველანაირად ცდილობენ საინტერესო გახადონ მოსწავლეების ცხოვრება, რათა ნაკლებ მტკივნეული იყოს მათთვის შეზღუდვებით გამოწვეული მდგომარეობა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203