ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
27-08-2017
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე online.naec.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ''ნედლ'' ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

მოკლე ტექსტური შეტყობინებით შედეგების გასაგებად, აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93333. (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203