ბათუმის N18 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სახლებში სპექტაკლი - „ხე და მისი ბინადრები“ დადგეს
13-05-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლა საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

II კლასის მოსწავლეებმა შოთა ამირანაშვილის - „ხე და მისი ბინადრები“ დადგეს. ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის გათამაშებულ სპექტაკლს. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203