„ვამაყობ თქვენით, მიყვარხართ ძალიან“ - ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან
12-05-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებს დისტანციური სწავლისთვის გაწეული შრომისათვის მადლობას უხდიან.

თითოეულ მათგანს ძალიან ენატრება სკოლა, მეგობრები და მასწავლებლები.

ბავშვები სიყვარულით და სითბოთი სავსე ვიდეოს ავრცელებენ და ერთმანეთს და პედაგოგებს შორიდან ეფერებიან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203