„მოაზროვნე“ - წალკის N1 საჯარო სკოლამ კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა
12-05-2020

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სახალისო კონკურსის „მოაზროვნე“ ფინალური ტური დისტანციურად ჩატარდა.

კონკურსის ორგანიზატორი იყო ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი ნესტან მიქაძე.

„კონკურსში მონაწილეობა მიიღო იმ თერთმეტმა მონაწილემ, რომლებმაც წლის მიმდინარე ტურებში დააგორვეს ყველაზე მაღალი ქულები.  ტური ჩატარდა მესენჯერის საშუალებით.    მოსწავლეები კითხვებს ეცნობოდნენ დახურულ მესენჯერის ჯგუფში (ე.წ. ჩატში), ხოლო პასუხებს პირად მესენჯერში უგზავნიდნენ ორგანიზატორ მასწავლებელს. 8 კითხვის შემდეგ (4 კითხვა მათემატიკა, 4 კითხვა - ფიზიკა) გამოვლინდა ორი ფინალისტი, თანაბარი ქულებით.

სამი დამატებითი ტურის შემდეგ გამოვლინდა 2019-2020 სასწავლო წლის წალკის N1 საჯარო სკოლის მოაზროვნის ტიტულის მფლობელი, მე-10 კლასის მოსწავლე ცოტნე ვიბლიანი.

მეორე ადგილი დამსახურებულად ერგო მე-9 კლასის მოსწავლეს გიორგი ვიბლიანს.

ასევე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ნიმინაციაში:

  1. ყველაზე ხალისიანი მოთამაშე- ლიზი გოგიჩაიშვილი, მე-10 კლასი.
  2. ყველაზე დინჯი მოთამაშე- მეგი ჩხეტიანი, მე-10 კლასი.
  3. ყველაზე კრეატიული მოთამაშე- მათე ვიბლიანი, მე-9 კლასი.
  4. ყველაზე დაკვირვებული მოთამაშე- მარიამ სუბელიანი, მე-10 კლასი.
  5. ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშე- ინგა მიქელაძე, მე-11 კლასი.
  6. ყველაზე დაფიქრებული მოთამაშე- გიორგი მილდიანი, მე-9 კლასი.
  7. ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე - თეკლე მიქელაძე, მე-11 კლასი.
  8. ყველაზე გონიერი მოთამაშე - ლიზი რეზესიძე, მე -8 კლასი.
  9. ყველაზე პოზიტიური მოთამაშე-ნინი ბარამიძე,მე-10 კლასი.
  10. ყველაზე მშვიდი მოთამაშე- ნინო გოგიჩაიშვილი, მე-11 კლასი“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203