
ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლა საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან.
მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად გთავაზობთ, IIბ კლასის მოსწავლის შესრულებულ აქტივობას. მოსწავლემ შოთა ამირანაშვილის - „ხე და მისი ბინადრები“ დადგა. მეორეკლასელმა შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი გაითამაშა და ხმოვან ეფექტებზეც თავად იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.
იხილეთ ვიდეო