გაიცანით მარიამ ჯიჯელავა - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ათოსანი მოსწავლე
12-05-2020

მარიამ ჯიჯელავა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მიმდინარე სასწავლო წელს საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

ამჯერად მარიამი გადის დისტანციურ სწავლებას და კლასგარეშე ლიტერატურასაც არ უვლის გვერდს.

ბოლო დროს მისი წაკითხული ნაწარმოებების ნუსხაშია - „თამაში“ (ჯეკ ლონდონი); „გროსმაისტერი“ (სოფო არდია), „ორი ნაბიჯი შენამდე“ (რეიჩელ ლიპინკოტი) და სხვ.

ახლა მარიამი კითხულობს ლ. ოლივერის დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებს - „დერილიუმი.“

და ბოლოს, აღსანიშნავია რომ მარიამი გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით და ეთიკურობით, არის გულისხმიერი და მოსიყვარულე.

„ჩვენი ქვეყნის მომავლისადმი იმედით სწორედ ასეთი მოსწავლეები განგვაწყობენ“- ამბობს სკოლის წარმომადგენელი მარიამთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203