„გაცოცხლებული სურათები“ - ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტში ჩაერთვნენ
12-05-2020

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სიამოვნებით ჩაერთვნენ  პროექტში - „გაცოცხლებული სურათები“. პროექტის ხელმძღვანელი იყო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსეძე.

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სტილისა და ეპოქის  მხატვრების ნამუშევრების გაცნობას, პერსონაჟის ხასიათის წვდომასა და წარმოჩენას.

„ვფიქრობ, რამდენიმე წუთით თუ საათით დავივიწყეთ არსებული პრობლემები. ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს!

პროექტში ჩართულობისათვის მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს: მანანა მამულაძე (XII კლასი); ივერი ბერიძე (XII კლასი); ნინი შამილიშვილი (XII კლასი); თამარ ყურშუბაძე (XII კლასი); ნინი მამუშაძე (V კლასი); ანანო აბუსერიძე (VI კლასი); თამილა დუმბაძე (ინგლისური ენის მასწავლებელი); ხათუნა უსტიაშვილი (საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი)“,-აღნიშნავს პროექტის ორგანიზატორი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203