„ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულს! ჩვენ ვქმნით მომავალს!“ – თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პროექტი მიუძღვნეს
12-05-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „9 მაისი“ განახორციელეს. დაწყებითი კლასის პედაგოგი მშობლებს ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

„1941 წელს საქართველოსაც მოუწია II მსოფლიო ომში ჩაბმულიყო, ხოლო 1945 წლის 9 მაისს მსოფლიოსთან ერთად იზეიმა ფაშიზმზე გამარჯვება. დღესაც ასეა, ჩვენ მსოლფიოს ნაწილი ვართ და საერთო სატკივარი ჩვენ მხრებზე გადაგვაქვს. ამ პროექტში ჩვენმა პატარებმა გაიხსენეს საკუთარი წინაპრები, რომლებიც სამამულო ომში იბრძოდნენ და დაუკავშირეს დღევანდელობას.

იცვლება ეპოქა, იცვლებიან თაობები, იცვლება ბრძოლის წესებიც, მაგრამ უცვლელია სიყვარული და ერთმანეთისადმი ზრუნვა. აი რა გვაერთიანებს ჩვენ წინაპრებთან.

ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულს! ჩვენ ვქმნით მომავალს! ჩვენ ვართ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის!

მადლობა მშობლებს აქტიურობისა და ჩართულობისთვის“,- აღნიშნავს პატარების პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203