„მოვუაროთ დედამიწას“ - წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებლის გამოწვევას შეუერთდნენ
12-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეები საინტერესო გამოწვევაში აიყოლია.

„22 აპრილი დედამიწის დღეა. ჩვენმა ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია კაკაბაძემ გადაწყვიტა, საუკეთესო მაგალითი მიეცა ყველა მოსწავლისათვის, გაეკეთებინა გამოწვევა და საკუთარ ეზოში ახალი ნერგები დარგო. მადლობა მას!“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

თავიანთი ეზოები გაალამაზეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ლილე ჩხაბერიძემ, ვიქტორია იოსელიანმა, დათუნა თუთბერიძემ და მე-3 კლასის მოსწავლე ლუკა კუტივაძემაც.

„მათ დარგეს ახალი ყვავილები და გაასუფთავეს ზედმეტი ტოტებისაგან მცენარეები. ჩვენი პატარა ბუნების ქომაგები ასე გამოეხმაურენ ჩვენს გამოწვევას „მოვუაროთ დედამიწას".

ეს დიდი საქმე ხომ ჩვენი ეზოებიდან იწყება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203