გაიცანით შრომისმოყვარე მოსწავლეები, ანა და დავით ეუაშვილები, რომლთაც სოფელში ხეხილის ბაღი გააშენეს და ზაფხულის ბოლოსთვის მოსავალს ელოდებიან
11-05-2020

ანა და დავით ეუაშვილები თბილისის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი კორონავირუსის გავრცელების გამო ქობულეთში, სოფელ ქვედა კვირიკეში სტუმრად ჩამოვიდნენ. მათ ძალიან უყვართ ბოსტანში ფუსფუსი და მიწაზე მუშაობა ...

ანა და დავითი აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში. ისინი სწავლას მოხერხებულად უთავსებენ უფროსებთან ერთად შრომას. გააშენეს ხეხილის ბაღი, ამზადებენ ნიადაგს ბოსტნეულის ჩითილების დასარგავად... ერთი სიტყვით, ზაფხულის ბოლოსთვის ელოდებიან თავიანთი შრომის შედეგს. მხიარული ონავრები პატარა ნოესაც ასწავლიან შრომის სიყვარულს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203