კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა „ქართული პოეზიის დღე“ დისტანციურად აღნიშნეს
11-05-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა „ქართული პოეზიის დღე“ დისტანციურად აღნიშნეს. 

VI კლასის მოსწავლეებმა ანა კალანდაძის მათთვის საყვარელი ლექსები წაიკითხეს და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.

„მოგეხსენებათ, „ქართული პოეზიის დღე“ ტიციან ტაბიძისა და ცისფერყანწელების ინიციატივით 1920 წლის 7 მაისს დაფუძნდა. „სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ანა კალანდაძის მკითხველისთვის გამორჩეულად საყვარელი ლექსები. ბავშვებმა აირჩიეს მათთვის საყვარელი ლექსი ანა კალანდაძის შემოქმედებიდან და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსი“ დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203