ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადიან
11-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლების პროცესში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გარდა საგაკვეთილო პროცესისა იყენებენ კლასგარეშე აქტივობებს. მოსწავლეები ასევე ინტერესით არიან ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge. შედეგიც სახეზეა მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომებს იმსახურებენ. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მშობლები პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს ემადლიერებიან.

„ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლების პროცესში. გარდა საგაკვეთილო პროცესისა იყენებენ კლასგარეშე აქტივობებს. შედეგიც სახეზე გვაქვს. 

სკოლის მოსწავლეთა მშობლები ემადლიერებიან პროექტის ავტორს. მოსწავლეთა დიდმა რაოდენობამ ერთდროულად მაღალი ქულები მოიპოვა და დიპლომები დაიმსახურა. რაც ერთობ მეტ სტიმულს აძლევთ შემდგომი აქტივობისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203