ლიის თემის N1 სკოლის მოსწავლე თამარ სამუშია ხელოვნების მასწავლებლის გამოწვევას შეუერთდა და საყვარელი სპექტაკლი წარმოადგინა
11-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე თამარ სამუშია ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევას პასუხობს და ვიდეოს გვიზიარებს. მას ვიდეოს გადაღებაში ბებია დაეხმარა.

მასწავლებლები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველანაირად ცდილობენ საინტერესო გახადონ მოსწავლეების ცხოვრება, რათა ნაკლებ მტკივნეული იყოს მათთვის შეზღუდვებით გამოწვეული მდგომარეობა.

განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ხელოვნების მასწავლებლის, ირმა სამუშიას გამოწვევა, ბავშვებმა წარმოადგინონ საყვარელი სპექტაკლი, თუნდაც ერთი მსახიობის თეატრის სახით, რაშიც არა მარტო მოსწავლეები, მშობლებიც ჩაერთვნენ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203