„უკეთ გავიცნოთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები“ - თელავის N2 სკოლის მოსწავლეებისთვის ვებინარი ჩატარდა
11-05-2020

8 მაისს თელავის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ჩატარდა ვებინარი თემაზე - „უკეთ გავიცნოთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები“.

ვებინარის ორგანიზატორები იყვნენ ეკოკლუბის ხელმძღვანელი მარიამ ნაცვლიშვილი და ამავე სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნინო ცისკარიშვილი.

III და III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია სხვადასხვა ფრინველის შესახებ და დაგეგმეს ერთობლივი აქტივობა, რითაც შეუერთდებიან ბაღის ფრინველთა საათს. პარალელური კლასის მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ერთობლივი ვიდეორგოლი ბაღის ფრინველთა პოპულარიზაციისთვის. მსგავსი აქტივობები ეკოკლუბისთვის ახალი არ არის, თუმცა ონლაინ ფორმატში მუშაობა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.

სკოლის დირექცია შემდგომ წარმატებებს უსურვებს პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203