საღანძილის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა პოეზიის საღამო დისტანციურად გამართეს
11-05-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, საღანძილის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის - „სარსარაკი“ წევრებმა დისტანციური პოეზიის საღამო გამართეს.

„7 მაისი პოეზიის დღეა. ეს იდეა „ცისფერყანწელებს“ ეკუთვნით და 1920 წლიდან, ორდენის დაშლამდე (რეპრესიებამდე) იარსება. 1923 წელს დიმიტრი არაყიშვილმა სპეციალურად ორდენისთვის („ციფერყანწელები“) დაწერა ჰიმნი, რომელიც პირველად კოტე ფოცხვერაშვილის ლოტბარობით შესრულდა.

#დარჩისახლში ამ აქციის ფარგლებში, რომელიც  COVID 19-ის პანდემიის  დროს საქართველოს მასშტაბით დაიწყო, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა არასრულწლოვნებისათვის.

დისტანციური საგაკვეთილო პროცესები, ეკო-კლუბელთა ონლაინ ლექცია/სემინარები, ვებინარი და ა.შ. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სასიამოვნო არის განტვირთვაც. ეკო-კლუბელებმა ეს იდეა აიტაცეს. დისტანციურ პოეზიის საღამოზე მიიღეს ინფორმაცია „ცისფერყანწელებზე“ და პავლო იაშვილზე. ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა ეკა მესხმა წაიკითხა პავლო იაშვილის რამდენიმე ლექსი და სხვადასხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწის მოგონება; ასევე ეკო-კლუბელებმა - ნინო, ლიზი და ანა კიკნაძეებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, რატი ამაღლობელის, ია ნანეიშვილის, ირაკლი ჭინჭარაულის, მერაბ არაბულის და სხვათა ლექსები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

საღანძილის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „სარსარაკი“ აქტიურად იყენებს Microsoft Teams - ის პლატფორმას. აღნიშნული ღონისძიებაც ამ პლატფორმის დახმარებით წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203