''ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 3-4 დღეში გამოქვეყნდება, თუნდაც არასამუშაო დღეებში'' - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
24-08-2017

''ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები - ინფორმაცია ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის შესახებ, 3-4 დღეში გახდება ცნობილი, თუნდაც არასამუშაო დღეებში,'' - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის online.naec.ge-სა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

გაცნობებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა. სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის ინფორმაციით, გასაჩივრების უფლებით 1900-მდე აპლიკანტმა ისარგებლა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწო და 26 ივლისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203