ვახტანგისის N2 სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს
11-05-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მაია მეცხვარიშვილი ონლაინ გაკვეთილებში ჩართულ მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობს.

მაია მასწავლებლის აზრით, მრავალფეროვანი და ლამაზად მიწოდებული რესურსი მოსწავლეებში სწავლის სურვილს აღვივებს და მყარად ჯდება მეხსიერებაში.

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსებით გალამაზებული გაკვეთილი ჩატარდა მე-4 კლასში თემაზე - „წიგნის სამყარო“. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს კარგად ნაცნობ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, იმსჯელეს პერსონაჟების ხასიათზე, გარეგნულ იერზე, ხასიათზე, ჩაცმულობაზე, გამოყვეს მნიშვნელოვანი ეპიზოდები, სასურველი მასალით შეასრულეს ილუსტრაციები.

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203