წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო ილუსტრაციები შექმნეს
11-05-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არც თუ ისე ცუდი აღმოჩნდა.

ისინი ხალისით ასრულებენ სხვადასხვა სახის პროექტებს,  აკვირდებიან გაზაფხულის ბუნებას და საინტერესოდ აღწერენ. ეცნობიან საქართველოს ფლორასა და ფაუნას. ცდილობენ, შეაგროვონ საჭირო ინფორმაციები, შექმნან შესაბამისი ილუსტრაციები და გაუზიარონ ერთმანეთს.

„გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: იამზე ჩოგოვაძე) გადაწყვიტეს, თავიანთი ნამუშევრები ჩვენც გაგვიზიარონ და გაგვიფერადონ ნაცრისფერი გაზაფხული. დიდი მადლობა ბავშვებს და მათ პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის“,-აღნიშნულია გიმნაზიის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203