თეთრიწყაროს N1 სკოლის პირველკლასელებმა თემაზე - „ჯანსაღი კვება“ საინტერესო დავალებები შეასრულეს
11-05-2020

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ხალისითა და  ენთუზიაზმით ჩაერთვნენ სწავლა-სწავლების ახალ მეთოდში. თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მეტად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები, მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეებში ამგვარი წესის დამკვიდრებას. სპორტის გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება. მასწავლებლები ზრუნავენ, რომ ვარჯიშების ციკლთან ერთად, შესაბამისი თეორიული მასალაც მიაწოდონ მოსწავლეებს მათი ასაკის გათვალისწინებით, ითხოვენ მათგან პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას და მოსწავლეებიც არ აკლებენ მონდომებას, თვით ყველაზე პატარებიც კი. აი როგორი დავალებები შეასრულეს პირველკლასელებმა თემაზე - „ჯანსაღი კვება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203