დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-05-2020

დმანისის N2 საჯარო სკოლამ გამარჯვების დღის 75 წლისთავი აღნიშნა. მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ამ დღის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„გახსოვდეთ 1941 - 1945.

ომი - 4 წელი 1418 დღე და ღამე. 20000000-მე მეტი გარდაცვლილი - ეს 22 ადამიანია დედამიწის ყოველ 2 მეტრზე, ეს 13 ადამიანია თითოეულ წუთში. თუ დიდ სამამულო ომში თითოეულ დაღუპულს წუთიერ დუმილს მივაგებთ, დუმილი 51 წელი გაგრძელდება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203