რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დარჩი სახლში“ განახორციელეს
11-05-2020

თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დარჩი სახლში“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლის I-VIII კლასის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, მარინე ქავთარაძის ორგანიზებით შექმნეს ნახატები, სადაც COVID-19-ის შესახებ გადმოსცეს საკუთარი ემოციები და მოაწყეს ნახატების ონლაინ გამოფენა, ხოლო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ამავე კლასის მოსწავლის, საბა ნონიკაშვილის ორგაზინებით, შექმნეს ვიდეორგოლი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203