ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ბუკლეტები და ნახატები შექმნეს
11-05-2020

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის Vა და Vბ კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების ონლაინ გაკვეთილზე გარემოს დაცვის აქტუალური საკითხი განიხილეს და აღნიშნულ თემაზე თავიანთი ფანტაზიით ბუკლეტები და ნახატები დაამზადეს.

მოსწავლეებს მასწავლებელი მაია დიდბერიძე ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და საინტერესო პროექტებსაც ახორციელებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203