წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის, ინგლისური ენისა და ბუნების გაკვეთილისთვის დამხმარე რესურსები შექმნეს
11-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. დისტანციური სწავლება მათთვის საინტერესო და სახალისოა, ყველა საგანის სწავლებაში ინტერესით არინ ჩაბმულნი და დამხმარე რესურსებს ქმნიან.

მე-9 კლასის მოსწავლე სოფიკო ჩალაძემ დამხმარე რესურსი შექმნა მუსიკაში. მისი მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილია.



„კეთებით სწავლება“ - ბუნების დისტანციურ გაკვეთილზე კი მე-6 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „მიკროორგანიზმები“  ნამუშევრები შექმნეს. საგნის მასწავლებელი ნატო შვანგირაძეა.




მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი პრეზენტაციები ინგლისური ენის გაკვეთილისთვის მოამზადეს. მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობლებს ფოტოების მიწოდებისათვის.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203