ვალის N2 სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან დისტანციური შეხვედრა გამართეს
08-05-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, უსაფრთხოების კომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სკოლის ექთნის მონაწილეობით დისტანციური შეხვედრა გამართეს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.

ამჯერად შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას COVID-19 ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების სავალდებულო წესების დაცვის შესახებ.

„გეგმიური ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ვალის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე- ეკა ხითარიშვილი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, უსაფრთხოების კომიტეტში საშუალო საფეხურის წარმომადგენელი წევრია და აქტიურად თანამშრომლობს კომიტეტთან. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა განვითარების ცენტრის თემის განვითარების ფასილიტატორი - მარიამ ნარიმანაშვილი, ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და შესაბამისი კლასის დამრიგებლები.

პრეზენტატორმა ონლაინ სესიაზე განიხილა შემდეგი საკითხები:

1.რა არის უსაფრთხოება ;

2.რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი სწორი ინფორმაციის ცოდნა გავრცელებული კორონავირუსის შესახებ ;

3.რა არის კორონავირუსი ;

4.ვირუსის სიმპტომები ;

5.როგორ გადაეცემა ვირუსი ;

6.როგორ შეიძლება ვირუსის გადაცემის თავიდან აცილება.

ვინაიდან სკოლის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციაში სკოლის დირექცია, სკოლის ექთანი და უსაფრთხოების კომიტეტი ერთობლივად ზრუნავენ მოსწავლეებისათვის უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე და მზაობას აცხადებენ დროულ რეაგირებაზე იმ ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ბავშვის უსაფრთხოებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203