„უღიმღამო გაზაფხულია, ჩვენი სიცილ-კისკისი და ჟრიამული აკლია სკოლას“ - წევის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
08-05-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ანა გელაშვილმა, საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლე თავის გრძნობებზე გვიყვება, გადმოგვცემს, თუ როგორ ენატრება სკოლა და მასწავლებელი.           

უსამართლო ძალა, რომელიც ბუნების კანონებს განაგებს, მოსვენებას მიკარგავს, მარტო ღვთის ხელი როდი ურევია ამ გრძნობებში. ბუნებრივობა განმსაზღვრელია პირველ ხედვისა, ხედვა ყველას თავისებური აქვს. არსებობენ ამ მხრივ გამორჩეულები უფრო მეტი შუქი რომ უნთიათ თვალებში. ამ შუქს თავისი მადლი აქვს. მადლი სიკეთის საწყისია. სიკეთე გულიდან მოდის, რადგან გული გრძნობს ხოლმე პირველად ტკივილს საპირისპირო რეაქციისა. ასეთი შუქიანი თვალები თქვენ გაქვთ, ასეთი სიკეთე თქვენშია ჩემო საყვარელო ქეთი მასწავლებელო. მენატრება თქვენთან პირისპირ საუბარი და ჩვენი მრავალწლოვანი სკოლა და იმ სკოლის კედლებში ჩატარებული გაკვეთილები, რომელიც ღამის ზმანებად გადამექცა. მე და თქვენ მხოლოდ ეს გავრცელებული პანდემია გვაშორებს ერთმანეთს. არაფერი არ ქვია ამ გრძნობას.... უსახელოა. მე ასე ვფიქრობ ისიც უსახელოა რასაც „მონატრება“ დავარქვი. უღიმღამო გაზაფხულია, ჩვენი სიცილ-კისკისი და ჟრიამული აკლია ჩვენს სკოლას, ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ჩვენი სკოლის ეზო ახმაურდება, ჩვეული რიტმით და ახალი ენერგიით გავაგრძელებთ სწავლას.

წევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
ანა გელაშვილი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203