მარნეულის N7 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
08-05-2020

მარნეულის N7 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.

დირექტორის განცხადებით, სკოლა აქტიურადაა ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში. მასწავლებლები ითვალისწინებენ სამინისტროს რეკომენდაციებს, ჩართულები არიან „თიმსის“ პროგრამაში, დამატებით იყენებენ ასევე სოციალურ ჯგუფსაც.

მოსწავლეების უმრავლესობა ყოველდღიურად ერთვება ონლაინ გაკვეთილებში. იმ მოსწავლეებს, ვისაც ინტერნეტის პრობლემა აქვთ, მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203