ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი გულუა ერთ-ერთია, იმ მოზარდებიდან რომელთა გამოგონება დახურულ სივრცეში ადამიანთა რაოდენობას გააკონტროლებს
11-05-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დიმიტრი გულუა ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საგნების მიმართ განსკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. დიმიტრი  მონაწილეობს ზუგდიდის ტექნოპარკის პროექტში. პროექტზე სულ 4 მოზარდი მუშაობს, 3 ზუგდიდის ტექნოპარკიდან და ერთიც სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან.  მოსწავლეები მუშაობენ დისტანციურად. პროექტს STEM მიმართულების ტრენერი უტა კილასონია ხელმძღვანელობს. 

„პროექტის ტელესკოლის ფიზიკის გაკვეთილიდან წამოვიდა, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილი ტექნოპარკმა შეიტანა.  მოსწავლეებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს დახურულ სივრცეში ადამიანთა რაოდენობას. მოზარდებმა პროექტის ძირითადი პროგრამულ ნაწილზე მუშაობა დაასრულეს, ამჟამად დიზაინზე მუშაობენ, ამიტომაც როგორ გამოიყურება მოწყობილობა, ეს დიმიტრი გულუას მიერ შექმნილ ანიმაციაზე შეგვიძლია ვნახოთ.      

დიმიტრის თქმით, ადამიანი როცა შედის შენობაში, მონიტორზე ეწერება შესული ადამიანების რაოდენობა, თუ მეტი ადამიანი შევიდა, მოწყობილობა მოახდენს რეაგირებას. მოწყობილობის ერთი ნაწილი მონტაჟდება შენობის გარეთ, მეორე შიგნით. ის იბეჭდება 3D პრინტერზე და გარე კორპუსში ჩამონტაჟებულია სენსორი და ლაზერი.

მოზარდების მიერ შექმნილი მოწყობილობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

წარმატებები უნიჭიერეს მოსწავლეებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203