შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი პარფენოვა საკუთარი სახლის აივნიდან დანახულ გეოგრაფიულ გარემოს გვაცნობს
08-05-2020

პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულმა და მათზე ზრუნვამ ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგს ინგა ხარჩილავას მისცა მოტივაცია, არაერთი ბარიერის მიუხედავად, საინტერესოდ და სახალისოდ წარემართა გეოგრაფიის გაკვეთილები.

"COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევის ფარგლებში ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ნინი პარფენოვმა წარმოადგინა საკუთარი სახლის აივნიდან დანახული გეოგრაფიული გარემო.

გამოწვევის მიზანია მოსწავლეებმა აღნიშნულ პირობებში აიმაღლონ მოტივაცია სწავლის მიმართ და განივითარონ მრავალმხრივი უნარ-ჩვევები",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203