აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირბადეების კერვა ისწავლეს
08-05-2020

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირბადეების თარგის გამოჭრა და შეკერვა ისწავლეს.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ასევე შეჩერდა განათლების პროექტი „შრომითი უნარების განვითარება სკოლაში“. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სახელობო სწავლების „კერვის ტექნოლოგიები“ ფარგლებში პედაგოგის ინიციატივით, უსაფრთხოების ყველა საჭირო  წესების დაცვით, დაინტერესებული მოსწავლეებისათვის განხორციელდა პირბადის თარგის აჭრისა და პირბადეების შეკერვის სწავლება.

შეკერილი პირბადეები დაურიგდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, სკოლის პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203