ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
08-05-2020

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებისთვის (დამრიგებელი ნატო კლდიაშვილი) ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი მედიაწიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.

ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203