თაქალოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად განაგრძობს
08-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის თაქალოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად განაგრძობს. მასწავლებლებმა კარგად გაართვეს თავი ახალ გამოწვევას - ონლაინ სწავლებას. ისინი თავდაპირველად სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებდნენ მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ, ამჯერად კი სასწავლო პროცესი „თიმსის“ პროგრამაში მიმდინარეობს.

„დიდი ხალისით და მთელი ენერგიით ჩაერთვნენ ბავშვები. „თიმსში“ გაცილებით კომფორტულად ვმუშაობთ. შევადგინეთ ცხრილი, გაკვეთილები 45 წუთიანია, რადგან ქართულის გაკვეთილი არაქართულ სკოლაში ნახევარ საათში ვერ ჩავტიე. დასწრება კონტროლდება, მაგრამ მკაცრად არა, რადგან ინტერნეტის სერიოზული პრობლემა გვაქვს სოფელში და ყველა ბავშვი ვერ ახერხებს შემოსვლას. თუმცა დავალებებს და ტესტირებას WhatsApp-ში მიგდებენ. ყველა მასწავლებელი ჩართულია, თუმცა „თიმსში“ ზოგი ვერ ახერხებს და WhatsApp რჩებიან. გვჭირდება ინტერნეტი და ნოუთბუქები, რომ სრულყოფილი იყოს მუშაობა“,- ამბობს არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა პროფესიული დახმარების პროგრამის პედაგოგი ნანა თუნთიშვილი-ხუციშვილი.

მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა, პედაგოგის თქმით, მაინც ხალისიანი გაკვეთილები ტარდება. სკოლის ადმინისტაციაც მონდომებულად მუშაობს. ისინი ყველა მოსწავლის შესახებ ფლობენ სრულ ინფორმაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203