„მოლეკულები პატარა ბავშვებივით არიან - გამუდმებით ხტიან, ბორგავენ, თამაშობენ“ - დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას ხალისით სწავლობენ
08-05-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მიუხედავად დისტანციური სასწავლო პროცესისა, ქიმიის გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ უტარდებათ. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „თამაშით სწავლა“.

მოსწავლეთა პედაგოგი ანნა ქავზინაძე გახლავთ.

„ქიმია-ფანტასტიკური პროექტების, ზღაპრული ოცნებების და საოცრებათა მეცნიერებაა. ჩვენ არ ვიზეპირებთ არაფერს...თამამად გამოვთქვამთ საკუთარ აზრს და არ გვეშინია შეცდომის დაშვების...ვსწავლობთ შეგნებულად...
ვსწავლობთ „თამაშით“...ვიყენებთ ი.ს.ტ-ს...ვსწავლობთ დისტანციურად...
მოლეკულები პატარა ბავშვებივით არიან - გამუდმებით ხტიან, ბორგავენ, თამაშობენ...

მოდით ვნახოთ, რას აკეთებენ ჩვენი ბავშვები“,-აღნიშნავს პედაგოგი ანნა ქავზინაძე და წარმოგვიდგენს ვიდეოს, რომელიც მოსწავლეებმა მოამზადეს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203