ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
08-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

„სკოლა ჩართულია ონლაინ სწავლების პროცესში, „თიმსის“ პროგრამა ცოტა რთული აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ ბავშვები თვითონ ყიდულობენ მეგაბაიტებს, ამიტომ ყველანი მუშაობენ WhatsApp-ის აპლიკაციით, კარგად აეწყო ყველაფერი, ყოველდღიურად მიმდინარეობს გაკვეთილები, დავალებების მიცემა და შემოწმება, როგორც სკოლაში გვქონდა გათვალისწინებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203